როგორ მოვუაროთ თმას სახლის პორობებში

Image

ზაფხულის მზიანი დღეებისგან განსხვავებით, სუსხიანი ზამთარი ხელს უწყობს კანისა და თმის გამოშრობას, თმა კარგავს სირბილეს, ბზინვარებას და მისი გამოჯანსაღება დიდ ფინანსებთან არის კავშირში. ქალების უმატესობას სწორედ ეს აწუხებთ, თუმცა არსებობს ისეთი ნატურალური პროდუქტები, რომლებიც ყველა ოჯახში მოიძებნება და ნამდვილად დაგეხმარებათ ამ პრობლემის გადაჭრაში.

 

 

გთავაზობთ 5 ნატირალურ პროდუქტს, რომელიც დაიცავს თქვენს თმას დაზიანებისგან და საუკეთესოდ დაატენიანებს მას.

 

 

1. ძმარი

 

ძმრის თმაზე გადავლება საკმაოდ ძველი მეთოდია, თუმცა ძალიან ეფექტური, მაშინ, როდესაც საქმე გამოფიტულ და დაზიანებულ თმას ეხება.ფაქტები იმის შესახებ, რომ ძმარი თმაზე უსიამოვმო სუნს ტოვებს სიმართლეს არ ფეესაბამება. ალბათ ყველას მოსმენილი გაქვთ რჩევები ასაკოვანი ხალხისგან, რომელიც ბანაობის შემდეგ თმაზე ძმრის გადავლებას გულისხმობს, ეს მართლაც რომ სასწაულმოქმედი სითხეა, რომლის გამოყენების შემდგომ თქვენც სასიამოვნოდ გაოცდებით.

 

2. ზეითუნის ზეთი

 

როცა საქმე თმის ზეთებს ეხება, ზეითუნის ზეთი დამსახურებულ პირველ ადგილს იკავებს. იმ სხვა არაჩვეულებრივ თვისებებთან ერთად, რომელიც ამ

ზეთს გააჩნია, იგი ატენიანებს გამომშრალ თმას და ხელს უწყობს მისი სტრუქტურის აღდგენას.

 

კარგი ეფექტისთვის აუცილებელია ზეითუნის ზეთის შეთბობა და ისე დატანა თმის ძირებში. თმაზე ზეთი გაიჩერეთ მაქსიმუმ ნახევარი საათით, შემდეგ კი ჩამოიბანეთ დასაბანი გელით. პროცედურა  გაიმეორეთ რეგულარულად ყოველ კვირას, რათა  სასურველი შედეგი მალევე მიიღოთ.

 

3. ლიმონი და თაფლი

 

თმის დაზიანების შემთხვევაში ლიმონის და თაფლის გამოყენება ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა.

 თაფლი ყველასთვის ცნობილი დამატენიანებელია, ლიმონი კი მდიდარია მინერალებითა და ვიტამინებით.თმის ნიღაბი მარტივი მოსამზადებელია, ამისთვის აუცილებელია ორი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი შეურიოთ თაფლს და დაუმატოთ ერთი ჭიქა ადუღებული წყალი.ნიღაბი წაისვით თმაზე, ისე რომ კანს არ შეეხოთ და გაიჩერეთ მაქსიმუმ 15 წუთი, შემდეგ კი შანპუნით ჩამოიბანეთ.მერწმუნეთ,ეს  ნიღაბი თქვენი საყვარელი ნიღაბი გახდება.

 

4. შავი პური

 

რა თქმა უნდა, უცნაური მოსასმენია, როდესაც გეუბნებიან, რომ შავი პური შეძლებს თქვენი თმის გამოჯანსაღებას, დიახ ეს მართლაც ასეა.სანამ თავს დაიბანთ, რამოდენიმე საათით ადრე წყალში ჩაალბეთ შავი პური, დაელოდეთ მის დალბობას და კარგად შეიზილეთ თმის ძირებში. ნიღაბი გაიჩერეთ 15 წუთის მანძილზე და შემოიხვიეთ პოლიეთილენის პარკი, აუცილებალდ ჩამოიბანეთ უშამპუნოდ. ამ მეთოდს ძირითადად თხელთმიანი ქალბატონები მიმართავენ, რადგან ნიღაბი უზრუნველყოფს თმის გასქელებას.

 

5. მდოგვის ფხვნილი

 

დიახ,მდოგვის ფხვნილი ნამდვილად იმ ხუთეულში შედის, რომელიც დაეხმარება თქვენს თმას გამოუყურებოდეს უნაკლოდ.მდოგვის ფხვნილი ხელს უწყობს თმის ძირების გამაგრებას, რაც შეგიჩერებთ თმის ცვენას, რომელიც ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად ითვლება. ნიღბის მომზადება მარტივია, ამისათვის დაგჭირდებათ 1  კოვზი მდოგვის ფხვნილი, რომელიც უნდა აურიოთ 1 კოვზ ზეითუნის ზეთში. დატანის შემდეგ თმა შეიფუთეთ და ოდნავ შეიშრეთ საშრობით. შესაძლოა აგეწვათ თავის ქალა, თუმცა ეს არარის საშიში. ნიღაბი გაიჩერეთ 30 წუთი და ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით.

 

მერწმინეთ ეს საშუალებები დაგეხმარებათ გამოაჯანსაღოთ,დაარბილოთ და ბზინვარება შემატოთ თქვენს თმას ზედმეტი ხარჯების გარეშე.

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !