
ახალი წლის დადგომამდე სულ ცოტა დრო რჩება, ამიტომ ყველა წინა საახალწლო ეიფორიასა და მზადებაშია. საღამოობით კი როდესაც იჯახის წევრებთან ერთად ტელევიზორებს მივუსხდებით ტრადიციულად ვუყურებთ საახალწლო ფილმებს განწყობის ასამაღლებლად.
ამიტომაც, ჩვენი გუნდი გთავაზობთ 5 ფილმს ,რომელიც სწორედ ამ დღეებში უნდა ნახოთ.
1. საახალწლო სასტუმრო ( Holiday inn ) 1942
რეჟისორ მარკ სენდრიჩის ფილმი მოგვითხრობს მომღერალ და მოცეკვავე ჯიმი ჰარდის ისტორიას ,რომელიც ტოვებს შოუ-ბიზნესს და მიდის ქალაქგარეთ . მისი ცხოვრება რადიკალურად იცვლება ის ხდება ფერმერი ,მაგრამ მისთვის ფერმერის ცხოვრება ძალიან მოსაწყენია და ამ დროს ის გადაწყვეტს გახსნას ელიტარული გასართობი კლუბი .
2. კოცნის ჯიხური ( The kissing booth ) 2018
კომედიური ჟარნრის ფილმის გმირი ელი არის ლამაზი ,მხიარული და კომუნიკაბელური გოგონა , რომელსაც არასოდეს უკოცნია ბიჭისთვის . მან გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღოს საგაზაფხულო დღესასწაულზე , რომელიც ტრადიციულად უმაღლეს სასწავლებელში ტარდება ,სადაც ის თავის პირველ კოცნას ჩუქნის ნოე ფლინს.. ფილმის რეჟისორია ვინსე მარსელო.
3. როგორ მოიპარა გრინჩმა შობა (HOW THE GRINCH STOLE CHRISTMAS ) 2000
ყველასათვის ცნობილი ფილმი „როგორ მოიპარა გრინჩმა შობა“ მოგვითხრობს თავიდან ბოლომდე მწვანე ფერის დაბანჯგვლული არსებაზე, რომელიც არავის უყვარდა. ეს იყო გრინჩი , გრინჩი მტელ სამყაროზე განაწყენებული იყო ამიტომაც ცხოვრობდა მარტო . ამიტომაც განსაკუთრებით არ უყვარდა შობის დღესასწაული და ამ დღეს ყოველთვის ცუდი განწყობით ხვდებოდა.
4. იყო ერთი თოვლის კაცი ( ONCE UPON A SNOWMAN)2020
ფილმში მთავარი გმირი თოვლისკაცი ოლაფია , ოლაფი პირველად ახელს თვალებს და ცდილობს არენდელის თოვლიანი მთების გარეთ თავისი ვინაობა გაარკვიოს..ფილმი „იყო ერთი თოვლის კაცი“ განსაკუთრებულად მხიარულს გახდის თქვენს წინა საახალწლო სამზადისს.
5. ჯენგლი; საშობაო მოგზაურობა ( JINGLE JANGLE: ACHRISTMAS JOURNEY)2020
დიდებულ ქალაქ კობლეტონში ლეგენდალური სათამაშოების შემქმნელი ჯერონიკუს ჯენგლის გასაოცარი გამოგონება საოცრებებს ახდენს, თუმცა მისი სანდო შეგირდი მის ყველაზე ძვირფას ქმნილებას მოიპარავს. ასე რომ, მას და მის შვილიშვილს დიდი ხნის მივიწყებული გამოგონების გამოღვიძება, ჭრილობების მოშუშება და მასში მაგიის გაღვიძება მოუწევთ.