-
2020-11-02 15:08
უელსში შექმნილია ტესტი, რომელსაც კორონავირუსის გამოვლენა წამებში შეუძლია.
ბრიტანეთში შექმნილი ახალი ტესტის პირველი კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ მალე შეიძლება გამოჩნდეს კორონავირუსული ინფექციის გამოვლენის მარტივი და სწრაფი საშუალება.
ახალი ტესტის შემქმნელმა კომპანიამ Imspex Diagnostics- მა განაცხადა, რომ დაფინანსების შემთხვევაში ის უკვე 6 თვეში მზად იქნება.
კომპანიის დირექტორის სანტი დომინგესის თქმით, ტესტი პრაქტიკულია და მისი გამოყენება ნებისმიერ სიტუაციაში იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, ტესტის ჩასატარებლად საჭირო აღარ იქნება სპეციალურად მომზადებული ადამიანი, ან მედიკოსი.
ამ ტექნოლოგიის საფუძველზე ორი ცდა უკვე ჩატარდა ედინბურგის და დორტმუნდის საავადმყოფოების პაციენტებზე.
ახლა მკვლევარები ცდილობენ გაიგონ, შეიძლება თუ არა ამგვარმა ტესტმა განასხვავოს COVID-19 სხვა ინფექციებისგან. კვლევებით დადგინდა რომ 80% შემთხვევაში ტესტმა კორონავირუსის სხვა დაავადებებისგან გარჩევა მოახერხა.
მოწყობილობა აანალიზებს სუნთქვას და ეძებს არასტაბილურ ქიმიურ ელემენტებს, რომლის საშუალებითაც ხდება ცნობილი რესპირატორული დაავადების ტიპი.