-
2020-10-30 14:49
არაფერია ადამიანის სიცოცხლეზე ღირებული - ყველაფერი უფერულდება გორთან მომხდარი გუშინდელი ავტოკატასტროფის ფონზე, - ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.
“ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, მთელ საქართველოს! ავტოშემთხვევის დროს დაშავებულ მოქალაქეებს კი, მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, - განაცხადა კალაძემ.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა, 11-მა მგზავრმა კი სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-09-18 10:04
-
2016-05-18 22:27
-
2016-04-18 01:30
-
2016-02-08 13:30