
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩის განცხადებით, ნორმალურ ცხოვრებას შესაძლოა, 2022 წლამდე ვერ დავუბრუნდეთ.
„თუ ვაქცინაციის კამპანიას ჩავატარებთ და 2021 წლის მეორე ან მესამე კვარტალში ჩვენ მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ავცრით, ვფიქრობ, 2021 წლის ბოლომდეც ან ალბათ, სულაც შემდეგი წლის დასაწყისამდე შესაძლოა, ვერ დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას“,- განაცხადა მან.
მისი თქმით, რეკომენდაციები ყველას ერთნაირად რომ შეგვესრულებინა, იმ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით, სადაც ახლა ვართ.