
გამოძახების სერვისის „ვოლტის“ კურიერის მიერ მომხმარებელთან გაგზავნილ შეტყობინებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ერთ-ერთი პოსტის ავტორი კი , მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაა.
„უკაცრავად, როდის გახდა სრულწლოვანის მიერ მეორე სრულწლოვანისთვის კომპლიმენტის, გინდაც სექსუალური ურთიერთობის შეთავაზების შემცველის, გაკეთება დანაშაული? გერევათ, ქაჯებო, ეგ სამსახურებრივად დაქვემდებარებულების იძულება არ შეიძლება მათი სამსახურებრივი დამოკიდებულების გამოყენებით. ააა, თუ ზოგადად კურიერმა, ოფიციანტმა, სახლში დამლაგებელმა, მუშებმა და სხვა "მოსამსახურეებმა" ანუ "ქვემდგომმა რასამ" არც კი უნდა გაბედოს?
ძალიან დიდი ...... ხართ, ვინც ვოლტის კურიერს აგინებთ. ვინც ეგ პასუხი დაუბრუნა და მერე გამოუქვეყნა, იმას ყველაფერი წესრიგში ნამდვილად არა აქვს. ტელეფონით მიწერა ტიპმა, სახლში არც კი უთხრა. სუფთა ის შემთხვევაა, "კურიერმა როგორ გამიბედა" - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.