
ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია HBO-ს სერიალში ახსენეს.
მეხუთე სერიაში ფრეიზერ უილსონი ჯონათან კრიტჩევსკის ქართველ დიზაინერზე დემნა გვასალიაზე ესაუბრება.
- იცი დემნა გვასალია?
- არ ვიცი.
- ის Vetements-ის მთავარი დიზაინერია, ახლა Balenciaga-სთვისაც მუშაობს. ის ქართველია, რომელსაც ომი პატარაობიდანვე ახსოვს. ახლავე გაჩვენებ. ხედავ? მას ომის მოგონებები გადმოაქვს. მან რეალიზმი ქსოვილად აქცია.
ცნობისთვის, We Are Who We Are სატელევიზიო დრამა სერიალია, რომელიც მაყურებელმა HBO-ს საშუალებით პირველად 12 სექტემბერს იხილა.