
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი მსახიობი და მომღერალი ბუბა კიკაბიძეა. ამის შესახებ განცხადება პარტიის ერთ-ერთმა წევრმა თინა ბოკუჩავამ გააკეთა.
მისი თქმით, კიკაბიძე არის პატრიოტიზმისა და მოუსყიდაობის სიმბოლო და ამიტომ არის პარტიის პირველი ნომერი.