
ევპატორიაში მდებარე 55-ე საზენიტო-სარაკეტო პოლკის მეთაურმა რუს აგრესორებს დანებებსა და იარაღის ჩაბარებაზე უარი უთხრა და წერილით აცნობა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ძალის გამოყენებას გადაწყვეტენ, მოსახლეობის ევაკუაციაზე იზრუნონ.
А4519 სამხედრო ნაწილის მეთაური მატვიენკო მიღებული წერილის პასუხად წერს, რომ სამხედრო ნაწილი კანონიერი შეიარაღებული ფორმირებაა, ხოლო ნაწილის ირგვლივ უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წევრები არიან თავმოყრილი:
„თქვენს წერილში არის სემოთავაზება, რომ ჩავაბაროთ იარაღი „და საბრძოლო არსენალის საწყობი, მისი შემდგომი დაცვის მიზნით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სპეცდანაყოფებს“. მაგრამ ჩვენს ირგვლივ არსად ჩანან რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სპეცდანაყოფები, ვხედავთ მხოლოდ შეიარაღებულ, ნიღბიან პირებს, რომლებსაც არა აქვთ ამოსაცნობი ნიშნები და ამბობენ, რომ გაუგებარ „ყირიმის თავდაცვით რაზმებს“ წარმოადგენენ.
აქედან გამომდინარე, იარაღისა და საბრძოლო არსენალის გადაცემის კანონიერი საფუძველი არ არსებობს. გირჩევთ, ამ საკითხთან დაკავშირებით გაიაროთ კონსულტაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობასთან და უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთან.
იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ, რომ ძალის გამოყენებით შემოიჭრათ სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, გვინდა გთხოვოთ, მიიღოთ ზომები მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით, რადგან არსებობს დიდი საშიშროება, რომ ის დააზარალოს მოსალოდნელმა აფეთქებებმა, იქედან გამომდინარე, რომ სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე დიდი ოდენობით ასაფეთქებელი მოწყობილობა ინახება.
გამოავლინეთ შორსმჭვრეტელობა და იმოქმედეთ გონივრულად, სანამ მიიღებთ გადაწყვეტიელბას!“, - წერს უკრაინელი პოლკოვნიკი ყირიმის მინისტრთა საბჭოს ტავმჯდომარის მრჩეველს, რომლისგანაც წერილი მიიღო.