
ყირიმში საომარი მოქმედებებისთვის მზადმყოფი რუსეთი არ აპირებს არც უკანდახევას და არც საკუთარი ღირსების შენარჩუნებას, როგორც დიდი სახელმწიფო. ამის შესახებ ტელეარხ LRT–ს ლიტვის პრეზიდენტმა უთხრა.
დალია გრიბაუსკაიტემ გაიხსენა 6–7 მარტის სამიტი ბრიუსელში და ზოგი ევროპელი ლიდერის გამონათქვამი, რომ რუსეთზე ზედმეტი ზეწოლა არაა საჭირო, რადგან მას უნდა მივცეთ სახის შენარჩუნებისა და უკანდახევის შანსი.
„ამაზე მე ვუპასუხე, რომ სახე ევროპამ უნდა შეინარჩუნოს, ხოლო რუსეთს არ დარჩა თავისი სახე, მას მხოლოდ პუტინის სახე აქვს“, – განაცხადა გრიბაუსკაიტემ.