
"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ნატომ უკრაინის საზღვრებისკენ, კონკრეტულად კი პოლონეთისა და რუმინეთისკენ, მზვერავი თვითმფრინავების – AWACS – ის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია ნატოს პრესსპიკერმა მიაწოდა. ეს გადაწყვეტილება ნატომ დღეს მიიღო.
მიზეზი უკრაინის კრიზისია. რუსეთის მცდელობას ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთთან მიერთების შესახებ და მომავალ რეფერენდუმს, ალიანსში უკანონოდ მიიჩნევენ.