
სომხეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 113 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ქვეყანაში კოვიდინფექცია 2,386 პაციენტს აქვს დადასტურებული.
ამასთან, სომხეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ ორი პირი გარდაიცვალა, რითაც დაღუპულთა რაოდენობა 35-მდე გაიზარდა.
ქვეყნის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის სამსახურის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში საავადმყოფოებიდან კიდევ 35 ადამიანი გაწერეს. ამ დროისთვის ქვეყანაში გამოჯანმრთელებულია 1,035 პაციენტი. ამჟამად მკურნალობა 1,312 ადამიანს უტარდება.