-
2020-05-03 12:06
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს 7 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განუცხადა.
რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, რატიანის თქმით, რეანიმაციაში კვლავ 8 ადამიანი რჩება, რომელთაგან 1-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
„ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 91 პაციენტი, აქედან 70 კოვიდინფიცირებული. დღეს კლინიკიდან ეწერება 7 გამოჯანმრთელებული პაციენტი.
რეანიმაციაში გვყავს 8 პაციენტი, აქედან 1-ის მდგომარეობა არის კრიტიკული. ჰემოდინამიკა მკვეთრად არასტაბილურია, ხორციელდება რეანიმაციული ღონისძიებები. 4 პაციენტი არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, დანარჩენები მაღალ ოქსიგენოთერაპიაზე. ხორციელდება მათი მონიტორინგი“, - განაცხადა რატიანმა.