-
2020-05-02 12:57
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, ამ დროისთვის კლინკაში 90 პაციენტია მოთავსებული, რომელთაგან 76-ის შემთხვევაში კოვიდინფექციის არსებობა დადასტურებულია.
მისივე თქმით, რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული 7 პაციენტიდან 4 ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა.
„ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 90 პაციენტი, აქედან 76 გვყავს კოვიდინფიცირებული შემთხავევა. გუშინ მივიღეთ 4 ახალი შემთხვევა, ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებით, ამ პაციენტებთან, არც ერთთან არ ვლინდება არანაირი პათოლოგიური ცვლილებები, როგორც ინსტრუმენტული, ასევე ლაბორატორიული მონაცემებით. რაც შეეხებათ პაციენტებს, რომლებიც გვყავს რეანიმაციულ განყოფილებაში, ასეთი 7 პაციენტია, აქედან 3 -სპონტანურ სუნთქვაზე, 4 კი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა,“- განაცხადა ლევან რატიანმა.