
სომხეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 125 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ქვეყანაში დადასტურებულ პაციენტთა რაოდენობამ 2273-ს მიაღწია. ქვეყანაში ბოლო 24 საათის მანძილზე არავინ გარდაცვლილა.
ამ დროისთვის, სომხეთში კორონავირუსის 1227 აქტიური შემთხვევაა, ხოლო 1010 პაციენტი გამოჯანმრთელდა.