კორახაშვილის ფრაზა ხუმრობა იყო და კარგად ჩანს ვიდეოში, კომისიამ კი დასკვნაში გამოიყენა (ვიდეო)

Image

დღეს მედიასაშუალებებში გამოქვეყნდა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ პროკურატურისთვის გადაგზავნილი მასალის შესახებ ინფორმაცია, სადაც კომისიის დასკვნის სახით გამოტანილია ფრაზა, რომელიც პარლამენტში დაკითხვის დროს ხუმრობით ითქვა და ეს კარგად ჩანს თავად კომისიის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში.

 

საქმე ეხება „ღია აფხაზეთისთვის“ გამგეობის თავმჯდომარის გიორგი კორახაშვილის დაკითხვის ფაქტს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის საჯარო სხდომაზე, სადაც მას „სტერეო +“–ის სიგნალის გამორთვის დროს სატელევიზიო ანძის ადმინისტრაციულ შენობაში ყოფნისას მისი სტატუსის შესახებ დაუსვეს შეკითხვა.

 

„საგამოძიებო კომისია - გიორგი კორახაშვილმა განმარტა, რომ "სტერეო +"-ის გათიშვის უფლებამოსილებას ნინო ჩხეიძის მეუღლეობა აძლევდა“ - ამ და სხვა, ანალოგიური კონტექსტის სათაურის მქონე ინფორმაციაში, რომელიც მედიით გავრცელდა, აღნიშნულია:

 

„ყველაფერი კი მარტივად მოხდა. ვინმე, მოქალაქე გიორგი კორახაშვილი და მისი მეგობრები ავიდნენ ანძაზე და იძულებით გამორთეს კომპანიის სიგნალი.

 

აღნიშულ ფაქტზე საუბრობდა ბატონი ზილფიმიანი, მას ადასტურებს ანძის წარმომადგენელი ბორის ადამია და თავად ბატონი კორახაშვილი, რომელმაც ჩვენს კითხვაზე, თუ რა უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა, გვიპასუხა, რომ ნინო ჩხეიძის მეუღლეა და ეს აძლევს უფლებამოსილებას", – ნათქვამია კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში“.

 

„აფხაზეთის ხმამ“ მოიძია, რა კონტექსტში ითქვა სათაურად გამოტანილი და კომისიის დასკვნაში გამოყენებული ფრაზა გიორგი კორახაშვილის მიერ და რამდენად მიზანშეწონილი იყო მისი ამ სახით მოხსენიება დასკვნაში.

 

იქედან გამომდინარე, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომები და მოწვეულ პირთა დაკითხვები საჯაროა, შესაბამისად, არსებობს სრული ჩანაწერი, საიდან გამომდინარეც კომისიამ დასკვნა გააკეთა. ამასთან, სხვა საჯარო ინტერვიუ ამ საკითხთან დაკავშირებით გიორგი კორახაშვილს, პროკურატურაში დაკითხვის გარდა, არ მიუცია.

 

ვიდეოპორტალ „იუთუბზე“ ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომია მასალა, სადაც თავიდან ბოლომდეა გადაღებული გიორგი კორახაშვილის დაკითხვა. ის პორტალზე 2013 წლის 3 ოქტომბერს აიტვირთა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თავად კომისიის მიერ, „თინათინ ხიდაშელით“ დარეგისტრირებული მომხმარებლის სახელით.

 

ბიზნესმენი დასმულ შეკითხვებს პასუხობს და მომხდარ მოვლენებს დეტალურად იხსენებს. სწორედ ამ ვიდეომასალიდან ხდება ცხადი, რომ გიორგი კორახაშვილის ფრაზა: „მე ვიყავი ნინო ჩხეიძის ქმარი... აბა, მეტი რა უნდა გითხრათ, ბევრჯერ გავიმეორე, ვინ ვიყავი და რატომ მივედი...“, უბრალო ხუმრობა იყო და მაშინ ამაზე კომისიის წევრებსაც გაეცინათ, თუმცა, დასკვნაში გამოიყენეს, როგორც სერიოზულად ნათქვამი ფრაზა.

 

გიორგი კორახაშვილი „მაესტროს“ სიგნალის გამორთვასთან დაკავშირებულ დეტალებზე საუბარს 12:08 ქრონომეტრაჟზე იწყებს - ვიდეო ამ ამასალას თან ერთვის. რადიო „აფხაზეთის ხმამ“ სიტყვასიტყვით გაშიფრა გიორგი კორახაშვილის საჯარო ჩვენება:

 

„როცა გუშინ შევიტყვე ამ სხდომის შესახებ, მე აქ ჩამოვყარე და გავიხსენე ის მოვლენები, რაც ხდებოდა იქ და სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არასწორი გადმოცემა ხდება იმ ამბების.

 

რაც ჩემს ანძაზე ყოფნას ეხება და არც ურვყოფ, გამოძიებასაც დავუდასტურე თუ ეს ჩემი დღევანდელი ჩვენება არ შეუშლის ხელს გამოძიებას, მზად ვარ თავიდნ ბოლომდე მოვყვე, რეალურად რაც ხდებოდა.

 

18 მაისს 2012 დღის განმავლობაში ბატონმა დავით ბეჟუაშვილმა მთხოვა დახმარება რათა ჩემი და ჩემი მეგობრების ცოდნა და გამოცდილება გაგვეზიარებინა მის მფლობელობაში არსებული არხის ,,პირველი სტერეოს“ უზრუნველყოფაში, ვინაიდან იგი მოიქცა საბოტაჟის ქვეშ.

 

მას შემდეგ, რაც ბატონი ზილფიმიანი გადააყენა თანამდებობიდან საშიშროების ქვეშ დადგა მის მფლობელობაში და მმრთველობაში მყოფი ,,პირველი სტერეოს“ სიხშირის დაკარგვა, ვინაიდან ბატონმა ზილფიმიანმა თვითნებურად კომპანიის დირექტორისა და კომპანიის დამფუძნებლებისგან დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება და სიხშირე, რომელსაც ჰქონდა მხოლოდ გასართობი შემეცნებითი და მუსიკალური ფორმატის გადაცემების ლიცენზია აქცია თავის სააგიტაციო საინფორმაციო არხად. 

 

ჩაკეტა ,,პირველი სტერეოს“ ოფისი, არ მისცა საშუალება ახალ დირექტორს ბატონ კობაიძეს ოფისში შესვლის და თავისი მოვალეობების შესრულების, ამასთან ჩართო პირდაპირი ეთერი, რომელიც თავისთავად ატარებდა საინფორმაციო ხასიათს, რის გამოც დარტყმის ქვეშ დააყენა ლიცენზია, რაც შეეხება იმას თუ იმ დროს ვინ იყო დირექტორი ამას თვითონ ზილფიმიანიც ადასტურებს, როგორც ვუყურე მის ჩვენებას ადასტურებს , რომ მოცემულ მომენტში სამეწარმეო ამონაწერით დირექტორის თანამდებობას იკავებდა ბატონი კობაიძე.

 

ამასთან, როგორც ბეჟუაშვიულის ხალხმა აუხსნა ჩემს თანამშრომლებს, დაირღვა სარეკლამო კონტრაქტებიც რაც დიდ ფინანსურ ზარალს აყენებდა ,,პირველ სტერეოს“ და აუცილებელი იყო მისი კონტენტის დაბრუნება არხზე რაიმე საშუალებით, აბსოლუტურად მთელი ტექნიკის და ტექსპერსონალის ოკუპირება მოახდინა ზილფიმიანმა იმ დღეს.

 

დღის განმავლობაში მოხდა კონტენტის აღდგენა, ჩაწერა სერვერზე ხოლოდ დღის ბოლოს აღმოვჩნდით მე და გია ასათიანი ჩემი თანამშრომელი და მეგობარი, რომელიც ტექნიკურად ეხმარებოდა ,,პირველ სტერეოს“ ახალ ხელმძღვანელობას ჩემი რეკომენდაციით, მისი პირადი მანქანით ავედით ანძაზე, სადაც ლიფტთან დაგვხვდა დარაჯი და აგვიყვანა ტექნიკურ სართულზე, მე მას ავყევი მხოლოდ იმ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, რაც ავიღე ჩემს მეგობარ დავით ბეჟუაშვილის წინაშე და  რათა რაიმე  დარღვევა არ მომხდარიყო ჩემი ტექნიკური სტაფის მიერ, ჩემმა ტექნიკურმა სტაფმა, როგორც იყო შეთანხმება ,,პირველ სტერეოს“ ახალ ხელმძღვანელობასთან ჩართო ის კონტენტი რაც მათ სჭირდებოდათ.

 

რაც შეეხება სტატუსს ჩემი ანძაზე ყოფნის, ჩვენ (რადიოები, ტელევიზია) ვფლობთ ჩვენს გადამცემებს, ვიხდით შესაბამისად ქირას და დღის ნებისმიერ დროს შეგვიძლია ანძაზე წინასწარ შეთანხმებით ასვლა, მე როგორც ვიცი, ჩემმა სტაფმა გააფრთხილა ანძის ხელმძღვანელობა და პირადად ბორია ადამია, რომელიც ამბობს რომ პირველად იქ მნახა და სინამდვილეში ძალიან ხშირად შევხედრივარ მას, იმიტომ რომ ხშირად ვარ ნამყოფი ანძაზე, ჩემს საქმიანობაში ყოველთვის მე თვითონ ვარ ჩახედული თავიდან ბოლომდე, ვფლობ ინფორმაციას და ვცდილობ ყველგან ვიყო, სადაც საჭიროა რომ ვიყო.

 

რაც შეეხება "პირველი სტერეოს" გადაცემთან გია ასათიანის მისვლას და კონტენტის ჩანაცვლებას, ამის უფლება მას მისცა ,,პირველი სტერეოს“ იმჟამინდელმა ხელმძღვანელობამ“, - ამბობს გიორგი კორახაშვილი, რომელიც ხაზს უსვამს, რომ ანძაზე 20 წუთი დაჰყვეს.

 

ამის შემდეგ გიორგი კორახაშვილი საუბრობს ტექნიკურ დეტალებზე და ზილფიმიანის მხრიდან ლიცენზიის პირობების დარღვევაზე, მის მიერ „მეცხრე არხის“ მფლობელების შეცდომაში შეყვანაზე და იმაზე, რომ „სტერეო +“–ის საკითხთან დაკავშირებით დახმარება დავით ბეჟუაშვილმა სთხოვა, რომელიც მისი მეგობარი და საქმიანი პარტნიორი იყო და არა ვანო მერაბიშვილმა.

 

კორახაშვილი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ის ოჯახით მეგობრობს ვანო მერაბიშვილთან და მის მიმართ „დაინტერესება“ სწორედ ამითაა გამოწვეული. „ჩვენ „სტერეო +“ კი არ გავთიშეთ, ჩავხსენით, ანუ, რეალურად, შევასრულეთ არხის ნამდვილი მფლობელების თხოვნა“, - განმარტავს კორახაშვილი.

 

ვიდეოდან ჩანს, რომ დაკითხვის ამ შუალედში გიორგი კორახაშვილს საერთოდ არ უხსენებია მისი მეუღლე, მომღერალი ნინო ჩხეიძე. ამავე დროს, „იუთუბზე“ 2013 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ ვიდეოდაკითხვის აღწერაშიც არსადაა ნახსენები, რომ გიორგი კორახაშვილმა თითქოსდა ნინო ჩხეიძის მეუღლეობა „პირველი სტერეოს“ სიგნალის გათიშვის უფლებასთან გააიგივა.

 

გიორგი კორახაშვილი მეუღლის სახელსა და გვარს ახსენებს ვიდეოს 53:25 ქრონომეტრაჟზე, როცა რამდენიმეგზის განმარტების მიუხედავად, სადაც კორახაშვილმა ახსნა, რომ ანძაზე მეგობარს, გია ასათიანს მიჰყვა, თინა ხიდაშელი უსვამს კითხვას:

 

„გასაგებია, რომ კობაიძე იყო დირექტორი, თქვენ ვინ იყავით-თქო, მაგას გეკითხებით“, - რასაც მოსდევს გიორგი კორახაშვილის სიცილი და ფრაზა: „მე ვიყავი ნინო ჩხეიძის ქმარი... აბა, მეტი რა უნდა გითხრათ, ბევრჯერ გავიმეორე, ვინ ვიყავი და რატომ მივედი...“.

 

ვიდეოს ბოლომდე სხვა შემთხვევაში ნინო ჩხეიძე ნახსენები არ არის და, სავარაუდოდ, სწორედ ეს, კორახაშვილის მიერ ხუმრობით ნათქვამი ფრაზა: „მე ვიყავი ნინო ჩხეიძის ქმარი...“ - გამოიყენა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ დასკვნისთვის, რომელიც, ბუნებრივია, დღეს მედიასაშუალებათა ერთ-ერთ მყვირალა სათაურად იქცა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !