-
2014-03-10 23:54
გამოცემა Dumskaya.net ირონიით წერს, რომ რუსმა სამხედროებმა ყირიმში პირველი დანაკარგი განიცადეს.
ჟურნალისტ კონსტანტინე რეუცკის ცნობით, ევპატორიაში ძლიერმა ქარმა სახურავი ახადა საზენიტო–სარაკეტო სამხედრო ნაწილის მოპირდაპირედ მდგარ შენობას, სადაც რუსი სამხედროები ათევენ ღამეს.
ჟურნალისტი იუწყება, რომ ქარისგან ახდილი სახურავის ნაწილი იქვე მდგარ რუს სამხედრო მოსამსახურეს, გუშაგს დაეცა, რომელმაც სხეულის საშუალო სიმძიმის დაზიანება მიიღო.
გამოცემა ახალ ამბავს შემდეგი, ასევე ირონიული ფრაზით ასრულებს: „უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ირწმუნებიან, რომ ამ ფაქტთან მათ კავშირი არა აქვთ“.