
„ყირიმი რუსებისთვის - „საკრალური ადგილია“ და ეს უნდა იყოს გათვალისწინებული რუსეთსა და უკრაინას შორის სიტუაციის დარეგულირების მცდელობისას“, - აცხადებს პუტინის პირად პატიმრად წოდებული მიხაილ ხოდორკოვსკი.
„ყირიმი რუსეთისთვის ტვირთი უფრო არის, მაგრამ რუსებისთვის ეს საკრალური ადგილია და ყველაზე მტკივნეული ჭრილობა საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ. მე არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ ბევრი რუსისთვის სევასტოპოლი, ეს რაღაც წმინდა მიწის მსგავსია, სწორედ ეს ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული კონფლიქტის მოგვარების მცდელობისას, წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი არ გამოვა“, - განაცხადა ხოდორკოვსკიმ დღეს, კიევის ტექნიკურ უნივერსიტეტში ლექციის კითხვისას.