უკრაინის უფლებამოსილებაშეჩერებული პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ხვალ, 11 მარტს დონის როსტოვში სიტყვით წარსდგება. კონკრეტული ადგილი და დრო ჯერჯერობით უცნობია.
ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსწი“ იანუკოვიჩის გარემოცვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვიქტორ იანუკოვჩი გარდაიცვალა, ასევე ვრცელდებოდა ცნობები მისი სამედიცინო დაწესებულებაში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსების შესახებაც.