
ჟურნალ ,,ტაბულას" რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე გაზეთ ,,ალიას" რედაქტორსა და სააგენტო ,,პირველის" შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ჟურნალისტის აზრით, გამოცემებს ხელისუფლებასთან ახლო კავშირი აქვთ და ამის დასტურად რამდენიმე მაგალითი მოჰყავს.
,,ის რაც აუცილებლად დააინტერესებს ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში:
ჩემი ინფორმაციით, ალიას რედაქტორი, დიმიტრი ტიკარაძე, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გადავიდა სამუშაოდ შინაგან საქმეთა სამინისტროში. რამდენიმე თვეში მან დატოვა ეს უწყება და იყიდა ქართული ოცნების წევრის, პარლამენტარი ანი მიროტაძის საინფორმაციო სააგენტო პირველი. ჩემი წყაროები ადასტურებენ, რომ ხელისუფლებას, ალიას და სააგენტო პირველს ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ. იგივე დასტურდება ფაქტების ანალიზითაც.
ევროკომისარი ფულეს ვიზიტის შემდეგ, ალიამ გამოაქვეყნა სტატია სადაც კონფიდენციალურ წყაროზე დაყრნობით იუწყებოდა, რომ ევროკავშირის ელჩი, ფილიპ დიმიტროვი არის ჰომოსექსუალი, ნაციონალურ მოძრაობას აქვს მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და ბოკერია აშანტაჟებს მას იმ მიზნით, რომ ნაციონალური მოძრაობის ინტერესების დასაცავად გამოიყენოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ალიას სტატია მომენტალურად აიტაცა სააგენტო პირველმა.
საგულისხმოა ისიც, რომ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, ტაბულას ჟურნალისტს, ნინო მაჭარაშვილს პირადად უთხრა ფულემ (ცხადია სხვა ჟურნალისტების თანდასწრებით), რომ პირადად ირაკლი ღარიბაშვილს გაუზიარა მისი წუხილი თვითმმართველობის არჩევნების წინ ნაციონალური მოძრაობის წევრების დევნის გამო.თამარ ჩერგოლეიშვილი 'ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე ჟურნალ ,,ალიას" რედაქტორსა და სააგენტო ,,პირველის" შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.