
„ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი, ყოფილი პატიმარი, პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე ზაზა დავითაია გაზეთ "ახალ თაობასთან" ამბობს, რომ დადასტურებული ინფორმაციით, "ნაციონალურ მოძრაობას" განზრახული აქვს, მაიდანი თბილისში გადმოიტანოს.
„არსებობს დადასტურებული ინფორმაცია, რომ „ნაცმოძრაობის" ნარჩენები თბილისში, თავისუფლების მოედანზე აპირებენ მაიდნის გადმოტანას. ამას, სხვათა შორის, აღარც თავად „ნაციონალები" მალავენ. ისინი ყველა სახის პროვოკაციას გამოიყენებენ, მათ შორის ქუჩის აქციებს. ჩვენ გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 10 ათასი დროშა შეუკვეთეს. მარტო აქციაზე ასაფრიალებლად, ცხადია, არ გამოიყენებენ. 10 ათასი დროშა - ეს არის 10 ათასი „დუბინკა". თუ რაციონალურად გამოიყენებენ, დროშის ტარი ორად ტყდება და 20 ათასი გამოდის", - ამბობს ინტერვიუში დავითაია.