ლევან გოფოძე - რაც უფრო მეტად მოხერხდება კლასტერების კონტროლი, მით უფრო მარტივად იქნება შესაძლებელი შიდა გავრცელების შეჩერება

Image

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, თუ ქვეყანას აქვს რესურსი, ტესტირება რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა ჩაუტარდეს. მისი თქმით, რაც უფრო მეტად მოხერხდება საზოგადოების ამა თუ იმ ფენის (კლასტერების )კონტროლი მით უფრო მარტივად იქნება შესაძლებელი შიდა გავრცელების შეჩერება.

„რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა გაუკეთდეს ეს ტესტირება თუ არის ასეთი შესაძლებლობა. მოგეხსენებათ, ეს დიდი მატერიალურ დანაკარგებთან არის დაკავშირებული და რაც მთავარია, ამ პოლიტიკას განსაზღვრავს NCDC როგორც იცით და ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, თუ საზოგადოებას რა ნაწილს და ვის გაუკეთდეს აგრესიული ტესტირება“, -განაცხადა ლევან გოფოძემ.

მისივე თქმით, დღეს ჩატარებული ტესტირება რომ საკმარისი არ არის, ეს იქიდანაც ჩანს, რომ არის საუბარია მის მეტად გაფართოებაზე.

„ანუ თვითონ ჩვენი ინფექციის კონტროლის სამსახურიც თვლის, რომ მეტი კვლევაა საჭირო. ჩემი შეფასება ამ საკითხში მაინცდამაინც კომპეტენტური არ იქნება, რადგან მე მთლიან ეპიდსიტუაციას ქვეყანაში ისე დეტალურად არ ვიცნობ, ვინც დეტალურად იცნობს და ფლობს ინფორმაციას, უნდა დავუჯეროთ მათ და ისე გავაკეთოთ, როგორც გვეუბნებიან. პირადად ჩემი აზრი კი ასეთია, რომ რაც უფრო მეტად შევძლებთ საზოგადოების ამა თუ იმ ფენის კონტროლს კლასტერებს დავარქმევთ, ჯგუფებს თუ სხვას, მით უფრო შევაჩერებთ შიდა გავრცელებას“, - აცხადებს გოფოძე.

მისივე თქმით, როცა სწრაფი ტესტების სანდოობაზეა საუბარი, უნდა გავითვალისწინოთ, რომ 100 პროცენტიანი სანდოობა არ აქვს არც PCR ტესტებს, ამიტომ გოფიძე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია რამდენად მაღალია სანდოობის ხარისხი ამა თუ იმ სწრაფი ტესტის მიმართ.

„სწრაფი ტესტების ნამდვილობაზე ბევრს საუბრობენ მოგეხსენებათ, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს ეს ტესტები ფაქტია, დიდ სამსახურს უწევს ეპიდსიტუაციის კონტროლს,“- აღნიშნავს გოფოძე.

მისივე თქმით, სწრაფ ტესტებს რესპუბლიკურ კლინიკაში მედპერსონალის გასატესტადაც იყენებენ PCR ტესტებთან ერთად. „მედპერსონალიდან 11-ს გაუკეთდა PCR ტესტი , მთლიანად გაიტესტა უკვე რეანიმაციის მედპერსონალი და ყველას ნეგატიური აღმოჩნდა, ასევე ე.წ. ემერჯენსის მედპერსონალის ნაწილი გაიტესტა, იქაც უარყოფითი იყო ყველა, დღეს დასრულდება ემერჯენსი და მერე გადავალთ დანარჩენ მედპერსონალზე. ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანია მედპერსონალი. ვიყენებთ როგორც სწრაფ ტესტირებას, ასევე, PCR ტესტებს განსაკუთრებით იმ მედპერსონალისთვის, რომელიც მუდმივ შეხებაში COVID ინფიცირებულებთან,“- განაცხადა გოფოძემ.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !