
გერმანული გაზეთი,”ბილდ.დე”, ავრცელებს ინტერვიუს, საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან.
- რა განცდა გქონდათ როგორც პრეზიდენტს, 2008 წლის ომის დროს?
მიხეილ სააკაშვილი- მე, ეს დღე მახსოვს,როგორც გუშინდელი დღე, ჩემთვის პირველ რიგში პუტინის ეს ქმედება წარმოუდგენელი და დაუჯერებელი იყო.
-რა გაიფიქრეთ პირველად?
მიხეილ სააკაშვილი- მე ვიყავი ძალიან აღელვებული, მე პირველი რაც გავიფიქრე იყო ის, რომ დახმარების გარეშე ვერაფერს გავხდებოდით. შემდეგ კი ისე განვითარდა მოვლენები, რომ ევროკავშირსა და აშშ-ს მხრიდამ მოხდა ჩართულობა ისე, როგორც ახლა უკრაინაში ხდება. ნამდვილად რეალურია, გავავლოთ პარალელები უკრაინის დღევანდელ მდგომარეობას და საქართველოს 2008 წლის ომს შორის, მხოლოდ ერთი განსხვავებით, რომ პუტინმა იარაღის გამოყენების გარეშე შეძლო ყირიმის ნახევარკუნძულის დაკავება, თუმცა დღემდე უარყოფს რუსი სამხედრო შენაერთების არსებობას ყირიმში. ეს არის პუტინის სტრატეგიის ნაწილი, მას სურს უკრაინის დესტაბილიზაცია გრძელვადიან პერსპექტივაში.
- რა აქვს მხედველობაში რუსეთს უკრაინასთან მიმართებაში?
მიხეილ სააკაშვილი- იანვრის შუა რიცხვებში პუტინს უკვე ჰქონდა გეგმა, რაც დასავლეთის დიპლომატებისათვის ცნობილი იყო. მე არ მგონია რუსეთმა საომარი მოქმედებები დაიწყოს უკრაინაში. იგი უფრო ცდილობს, გაავრცელოს უკრაინის მთავრობის წინააღმდეგ პროპაგანდა, რაც გამოიწვევს ეკონომიკურ წნევის აწევას, რომელიც გამოიხატულებას ჰპოვებს გაზის ფასის გაზრდაზე. მას სურს უკრაინის მთავრობა იანუკოვიჩის მეთაურობით რადგან იგი პუტინის ინტერესების ერთგული დამცველია.
- როგორ უნდა იმოქმედოს ევროკავშირმა თქვენი აზრით?
მიხეილ სააკაშვილი- მე მიმაჩნია, რომ ევროკავშირმა დაგვიანებით მიიღო ზომები რუსეთის წინააღმდეგ. რუსეთი არ რეაგირებს მშვიდ დიპლომატიურ გადაწყვეტილებებზე. სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უფრო ადრე უნდა მიეღოთ. მაგრამ ახლა აუცილებელია გაგრძელდეს ზეწოლა რუსეთზე მათი მხრიდან, რაც ერთადერთი შანსია ყირიმის კრიზისიდან გამოსვლისათვის.
„თავისუფალი ზონა“