
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შუათანა ვაჟი – ცოტნე გამსახურდია მიიჩნევს, რომ ყირიმი რუსეთისაა და აცხადებს, რომ რუსეთი ამ სიტუაციაში გამარჯვებულია.
ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიამ „სუბიქტური აზრის“ ეთერში გააკეთა განცხადება:
„რუსეთი ამ სიტუაციაში გამარჯვებულია, შეიძლება ასეც ითქვას. რა მოიგო? თუ თქვენ თვლით, რომ დამატებით ტერიტორიის შემოერთება არ არის მოგება, მე ასე არ ვფიქრობ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ჯარები აქამდეც იდგა ყირიმში, ეს არ იყო მუდმივ საწყისებზე.
ყირიმი რუსეთისაა, მე ასე ვფიქრობ. არა მხოლოდ მე, არამედ საკმაოდ გავლენიანი დასავლელი ანალიტიკოსებიც ამ აზრზე არიან“, – თქვა ცოტნე გამსახურდიამ.