-
2014-03-10 10:38
ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე მიიჩნევს, რომ რუსები ჯერ ვერ განვითარდნენ და „გოიმები არიან“ და ასეთივე გოიმებად მიიჩნევს მათაც, ვინც რუსეთთან შეერთებისთვის თავს იკლავს.
ამის შესახებ ნათია ფანჯიკიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს:
„ძალიან გოიმები არიან რუსები და ის კუთხეკუნჭულებიც, რომლებიც ამ გოიმებთან შეერთებისთვის თავს იკლავენ.
ქვეყანა, რომელსაც მენდელეევის ყველა ელემენტი აქვს, შიმშილით კლავს თავის მოსახლეობას, სამაგიეროდ ძალადობრივად მიწებს იერთებს 21-ე საუკუნეში, როცა ქვეყნებს შორის გავლენები და მხარდაჭერა აბსოლუტურად არ განისაზღვრება ტერიტორიული ერთობით.
უბრალოდ ქმნის გასაჭირს და ტანჯვას ადამიანებისთვის, სულ ესაა მათი მოწოდება და შესაძლებლობები.
დღეს ასეა და ღმერთმა ქნას, განვითარდნენ მომავალში მაინც. არ მეწყინება, რა ჯობია, შენზე ჭკვიან მეზობელს“.