
კვირას გატაცებული ჟურნალისტები და ევრომაიდნის აქტივისტები, რომლებიც ხერსონის ოლქის მხრიდან ყირიმის ნახევარკუნძულისკენ მიემართებოდნენ, ამჟამად სევასტოპოლში იმყოფებიან.
ამის შესახებ „ფეისბუქზე“ უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრის ანატოლი გრიცენკოს ვაჟი ალექსი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს. გრიცენკოს თქმით, დაკავებულები დილით უნდა გაათავისუფლონ.