
თურქეთი მზადაა, მიიღოს მონაწილეობა უკრაინაში შექმნილ სიტუაცაიასთან დაკავშირებით საერთაშორისო საკონტაქტო ჯგუფის მუშაობაში, – ამის შესახებ თურქეთის პრემიერმინისტრმა გერმანიის კანცლერს ტელეფონით საუბრისას განუცხადა.
რეჯიბ ტაიპ ერდოღანმა და ანგელა მერკელმა საუბრის დროს არსებული ვითარება განიხილეს და კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმდნენ. შესაბამისი განცხადებები თურქეთისა და გერმანიის მთავრობათა ოფიციალურ ვებ–გვერდებზეცაა გამოქვეყნებული.
ჯგუფის მუშაობაში თურქეთის ჩართვა ერდოღანის ინიციატივა იყო და ის გამოწვეულია თურქეთსა და უკრაინას შორის მჭიდრო ურთიერთობით, ასევე ყირიმელი თათრების მიმართ თურქეთის განსაკუთრებული დამოკიდებულებით.