-
2014-03-09 21:17
კიევის მაიდანზე დაღუპულებს შორის ყველაზე ხნიერი 83 წლის, სსრ კავშირის სამხედრო–საზღვაო ძალების გადამდგარი ოფიცერი ივან ნაკონეჩნია. ის 7 მარტს გარდაიცვალა.
83 წლის მაიდნელმა, რომელმაც საპროტესტო აქციების დაწყებისთანავე ფიცი დადო, რომ უკრაინის ინტერესებს სიკვდილამდე დაიცავდა, თავისა და კისრის მიდამოებში მძიმე ტრავმა მიიღო, როცა ინსტიტუტის ქუჩაზე, 19 თებერვალს აქციის მონაწილეები „ბერკუტმა“ დაარბია.
ის 2013 წლის ნოპემბრიდან თითქმის ყოველდღე მაიდანზე იყო და ახალგაზრდებს უდრეკი სულის მაგალითად ევლინებოდა.
ის კლინიკაში უგონოდ მყოფი მიიყვანეს და მკურნალობის მიუხედავად, კომაში გარდაიცვალა – 2014 წლის 7 მარტს.
