-
2014-03-09 20:24
მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან პირდაპირ ეთერში, USTREAM–ის მეშვეობით უკვე შესაძლებელი ხდება თვალყურის დევნება ყირიმის ნახევარკუნძულზე განთავსებული უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ბაზებთან.
ვიდეოტექნიკა, რომელიც საჭიროა ონლაინკადრების უზრუნველსაყოფად, სამხედრო ნაწილებს ერთერთმა უკრაინულმა კომპანიამ და გამოცემა „უნიანმა“ გადასცეს.
ამ ეტაპზე USTREAM–ის მეშვეობით შესაძლებელია თვალყურის დევნება შემდეგი ბაზების მიმდებარე ტერიტორიისთვის:
krymsos04 (პერევალნოე), krymsos08 (ფიოლენტი), krymsos15 (ბელბეკი), krymsos16 (ფეოდოსია), krymsos23 (ევპატორია), krymsos42 (ქერჩი).
ვიდეო: პირდაპირი ონლაინკადრები სევასტოპოლიდან. აეროდრომი „ბელბეკი“, სამხედრო ნაწილი A4515
ვრცლად ამ ბმულზე