
ქუთაისში, "ტორპედო"–"დინამოს" მატჩი მოედანზე შემოცვენილი ქუთაისელი ფანების გამო ჩაიშალა. მაშინ, როცა ანგარიში იყო 0:2 სტუმართა სასარგებლოდ, გულშემატკივართა ნაწილი მოედანზე შეიჭრა და ჯერ "დინამოს" ფეხბურთელებს, შემდეგ კი ფან–კლუბის წევრებს შეურაცხყოფა მიაყენა.
გულშემატკივრების დაშოშმინება პოლიციამ ვერ შესძლო. საბოლოოდ, შსს–მ არეულობაში მონაწილეობისთვის 10 ადამიანი დააკავა, მატჩი კი ჩაიშალა.