
ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ შორის გამართული მატჩი ჩაიშალა. მიზეზი „ტორპედოს“ მხარდამჭერების მხრიდან გამოხატული აგრესია გახდა.
მას შემდეგ, რაც მეორე ტაიმის მიმდინარეობისას, თბილისის „დინამო“ „ტორპედოს“ 2:0 ამარცხებდა, „ტორპედოს“ მხარდამჭერებმა მოედანზე ჯერ სხვადასხვა ნივთების სროლა დაიწყეს, შემდეგ კი თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ინციდენტის შედეგად 10-მდე ადამიანია დაპატიმრებული. ისინი ადმიანისტრაციული მუხლით დააკავეს.