-
2014-03-09 16:30
სოჭში პარაოლიმპიური თამაშების პირველი დღის ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო შეჯიბრი იყო მხედველობადაქვეითებულ სპორტსმენ მამაკაცებს შორის 7,5 კმ დისტანციაზე შეჯიბრი ბიატლონში.
ამ შეჯიბრის ფინალური ნაწილი არ მოხვდა ვიდეოფიებზე, თუმცა, უკრაინული მედია სოჭელ ბლოგერებზე დაყრდნობით წერს, რომ ტურნირის უდავო ფავორიტად რუსი სპორტსმენი ითვლებოდა და ფინიშამდე რამდენიმე წუთით ადრე სამთო ტრასაზე ვლადიმირ პუტინი გამოჩნდა, რათა პირადად მიელოცა რუსი სპორტსმენისთვის ოქროს მედლის აღება, მაგრამ სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა და უკრაინელმა ვიტალი ლუკიანენკომ რუს სპორტსმენს 11 წამით მოუგო, რის სემდეგაც ოქროს მედალი მას თითქმის ცხვირწინ ააცალა.
როგორც უკრაინული მედია წერს, ვლადიმირ პუტინის გეგმები მყისიერად შეიცვალა: მან სამთო ტრასა ისე დატოვა, რომ უკრაინელ პარაოლიმპიელს ოქროს მედლის აღება არ მიულოცა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-09-18 10:04
-
2016-05-18 22:27
-
2016-04-18 01:30
-
2016-02-08 13:30