
ნინო ბურჯანაძის პარტიის ყოფილი წევრი, ივა ჩიღვინაძე თავისუფალია. ჩიღვინაძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, 20 ათასი ლარის ოდენობით დააკისრა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც 30 ათას ლარიან გირაოს ითხოვდა.
ივა ჩიღვინაძეს, რომელიც სამართალდამცავებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს, რამდენიმე ტიპის იარაღის უკანონო ტარება-შენახვის გარდა, ბრალი ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვაშიც ედება.