
ხულოს რაიონის სოფელ ღურტაში გვიან ღამემდე გაგრძელდა საპროტესტო აქცია. ხულოს მოსახლეობა ნორვეგიული კომპანიის მიერ ჰესის მშენებლობისთვის გვირაბის გაყვანას აპროტესტებს, ადგილობრივების განცხადებით მშენებლობა ინფრასტრუქტურას დააზიანებს და მეწყერებს გამოიწვევს.
ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცავები, გვიან ღამით აქციაზე მივიდნენ აჭარის მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები.
ხელისუფლებამ მშენებლობაზე სრული პასუხისმგებლობა აიღო. მოსახლეობა კი საკუთარი უფლებების დაცვასა და უსაფრთხოების გარანტიის მიღებას სასამართლო წესით შეეცდება.