უკრაინის ოკუპაციის გამო უმოქმედობა კაპიტულაციის ტოლფასია

Image

რადიო „აფხაზეთის ხმა“ გთავაზობთ უკრაინელი პოლიტოლოგის, ივანოვო–ფრანკოვსკში ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის ოლეგ ბელოუსის წერილს უკრაინაში მიმდინარე ოკუპაციის პროცესთან დაკავშირებით.

 

დღეისათვის უკრაინას ჰაერივით სჭირდება საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა ქვეყნის ეკონომიკური სტაბილიზაციისა და ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული ყველა მუქარის გასაბათილებლად.

 

განსაკუთრებული იმედი მყარდება იმ ქვეყნებზე, რომლებიც ბირთვული იარაღის არგამოყენებაზე ბუდაპეშტის მემორანდუმის ხელმომწერები არიან.

 

1994 წლის 5 დეკემბერს დადებული ამ შეთანხმების მიხედვით, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტად აშშ, რუსეთი და დიდი ბრიტანეთი გამოდიან. სწორედ ამ სახელმწიფოებმა აიღეს ვალდებულება, არ შეუქმნან საფრთხე უკრაინის სუვერენიტეტს, თავი შეიკავონ მასზე ეკონომიკური გავლენის მოხდენისგან, რომელიც მიმართული იქნება საკუთარი ინტერესებისადმი უკრაინის დაქვემდებარებისკენ.

 

ამ მემორანდუმის თანახმად, უკრაინამ თავად თქვა უარი მსოფლიოში მესამე ბირთვულ სახელმწიფოდ ყოფნაზე. ყველა ნაკისრი ვალდებულება უკრაინამ შეასრულა, ასრულებს და სამომავლოდაც შეასრულებს. სწორედ ამიტომ, უკრაინის მოქალაქეებს აქვთ სრული უფლება, სწორედ ასეთივე ქმედების მოლოდინი ჰქონდეთ გარანტი–სახელმწიფოების მხრიდანაც.

 

აუცილებელია მემორანდუმით გათვალისწინებული კონსულტაციის დაწყება ყველა გარანტი ქვეყნის მონაწილეობით, რათა შედგეს ერთობლივი განცხადება უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ეროვნულ უმცირესობათა თავისუფლებისა და უფლებების დაცვის საერთაშორისო კონტროლისა და გარანტიის შესახებ, რათა არ დავუშვათ ყირიმის განცალკევებისა და უკრაინის დაშლის სცენარის ნეგატიური განვითარების შანსი, ყველა მხარისთვის აუცილებელია პატივი სცეს და მხარი დაუჭიროს უკრაინის ერთიანობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.

 

ძირითადი გეოპოლიტიკური მოთამაშეების აქტიური მოქმედების არარსებობა, „საუბრებისა და შეშფოთების“ სფეროში არსებული სიტუაციის გადაყვანა მიგვიყვანს მდგომარეობის ესკალაციაზე ევროპაში და ფაქტობრივად, წაახალისებს რუსეთის ფედერაციას უკრაინის ტერიტორიის მისატაცებლად. ფაქტობრივად, მივდივართ ახალი „მიუნჰენის შეთანხმებისკენ“, რომელმაც, მოკლევადიან პერსპექტივაში, შესაძლოა, მიგვიყვანოს ახალი იმპერიის ფორმირებამდე, „რკინის ფარდის“ შექმნამდე და გეოპოლიტიკური გავლენის მქონე ცივილიზებული ქვეყნების მიერ არამარტო ევროპაზე, არამედ გლობალური მასშტაბით – გავლენის დაკარგვამდე.

 

უკრაინას დღეს სჭირდება მსოფლიო საზოგადოებრიობის მხრიდან მოქმედება და მხარდაჭერა.

 

აუცილებელია, უკრაინაში, კონკრეტულად, ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში გაიგზავნოს გაეროს, ეუთოს, ნატოსა და დსთ–ს მისიები, რომლებმაც ადგილზე უნდა დაადგინონ უკრაინაში რუსეთის ჯარების შეყვანის საფუძვლების ობიექტურობა. ამ მისიების მონაცემების საფუძველზე საჭიროა კონკრეტული სანქციების შემუშავება აგრესორის წინააღმდეგ, საერთაშორისო სამართლის ნორმების გათვალისწინებით.

 

რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის შეჩერება მხოლოდ ადეკვატურ ძალას შეუძლია, ყველანაირი გამოვლინებით – ეკონომიკური, პოლიტიკურ–დიპლომატიური კუთხითა და უსაფრთხოების მიმართულებით.

 

სამწუხაროდ, ჯერ არ იკვეთება მსოფლიო საზოგადოების ადეკვატური პასუხი უკრაინის ოკუპაციასთან დაკავშირებით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ უკრაინის ტერიტორიაზე საომარმა მოქმედებებმა, შესაძლოა, გლობალური მასშტაბის ეკოლოგიურ კატასტროფამდე მიგვიყვანოს – შესაძლოა, მოხდეს ქიმიური და რადიაციული გაჟონვა მთელს ევროპულ კონტინენტზე, შავი და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებში.

 

თუ გავითვალისწინებთ რუსი პოლიტიკოსების რიტორიკას, ისინი ამისთვის მზად არიან. მაგრამ არის კი ამისთვის მზად ევროპა, აზია, აფრიკა?

 

კითხვა უპასუხოდაა დარჩენილი...

 

ოლეგ ბელოუსი, პოლიტოლოგი, ნატოს ცენტრის ხელმძღვანელი ივანოვო–ფრანკოვსკში

ფოტოზე მარჯვნიდან: ჟურნალისტი თენგიზ გოგოტიშვილი და ოლეგ ბელოუსი (თენგო გოგოტიშვილის პირადი ფოტოალბომიდან)

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !