
“ქრონიკა +” – ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ლადო ბედუკაძის განცხადებას “Facebook” – ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება :
მორიგი პასუხი ნაძირალა ლადო ბედუკაძეს!
1. მესმის რომ ჩემი სახელის და გვარის ხსენებას ვერ ბედავ, ამიტომ არჩევ ქვეტექსტებით პასუხს და ამიტომაც გამოიყვანე ასპარეზზე ვინმე ლევან ქოჩლოშვილი, (ადამიანი რომელზეც გონივრული ეჭვია რომ “ყინწვისის” ბიჭები დაასმინა და დააჭერინა). რომელიც აცხადებს, რომ თითქოს ჩვენთან მისი მასალა დაიბლოკა გივი თარგამაძეზე.
ჯერ ერთი – “ქრონიკა +”-ში გივი თარგამაძეზე ოთხი მასალა გამოქვეყნდა, მათ შორის გენერალ წითელაშვილის ინტერვიუ. რაც შეეხება ლევან ქოჩლოშვილის მასალას, მასზე მუშაობდა ჟურნალისტი ნინო ლაპარტყავა, მასალა ჩემამდე არც მოსულა. (როგორც ახლა გავარკვიე, ქოჩლოშვილის ინტერვიუ, რომელიც აქტუალური იყო დავბეჭდეთ, რომელიც არააქტუალური იყო არც კი მომზადებულა)
2. ლადო ბედუკაძემ მე გადმომცა ე.წ. ყვარლის პოლიციის უფროსის მასალა, სადაც პირი რომელიც არჩევნებამდე მეგაფონით დარბოდა და იძახდა ძირს ბიძინაო – თამაზაშვილის რეკომენდაციით დაინიშნა ყვარლის პოლიციის უფროსად, ლადო ბედუკაძე გენერალმა თამაზაშვილმა “დაარაზბორკა” და მან მთხოვა, რომ ეს მასალა არ გამესაჯაროებინა. პირობას დავარღვევ და ჩანაწერს მომდევნო კვირაში ჟურნალისტებს გადავცემ.
3. ლადო ბედუკაძე იყო ის პირი, რომელმაც გენერალ თამაზაშვილის მიერ კახეთის “კუდ” -ის ყოფილი უფროსის ზურაბ ლალიაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის ამბავი მამცნო. (ამ ამბავს კონკრეტული მოწმე ყავს) და ამით გენერალი ძალიან ანერვიულა, რადგან ლალიაშვილის “სუს” – ში დანიშვნა ვეღარ გაბედა.
4. ლადო ბედუკაძე დღემდე გენერალ თამაზაშვილის პირადი თხოვნის საფუძველზე სარგებლობს სახელმწიფოს მიერ დანიშნული დაცვით, მე მაქვს ინფორმაცია, რომ გენერალი თამაზაშვილი მას ფულს უხდის და სწორედ მას შემდეგ, რაც “ქრონიკა +” – ში გამოქვეყნდა თემურ კენკებაშვილის სკანდალური ინტერვიუ, მან მიზნად დაისახა “ქრონიკა +” – ის დისკრედიტაცია.
5. ლადო ბედუკაძეს დაავიწყდა, რომ რედაქციაში ინახება მის მიერ შესრულებული ფარული ჩანაწერების მთელი სერია, მათ შორის, მისი პირადი შეხვედრა ვანო ჩხარტიშვილთან და ამ შეხვედრის ჩანაწერი.
P.S მივმართავ გენერალ თამაზაშვილს, იმის გამო რომ ბედუკაძეს მამის ქელეხი გადაუხადეთ, იმის გამო რომ მას გასამრჯელოს უხდით და ხელს უმართავთ, ნუ აიძულებთ ჩაებას სრულიად უთანასწორო ბრძოლაში “ქრონიკა +” – ისა და მისი რედაქტორის მისამართით, რადგან ამ ბრძოლაში ბედუკაძე საბოლოოდ დაკარგავს იმ “გმირის” მანტიას, რომელიც მან ჩვენი დახმარებით მოისხა.
დანარჩენზე “ქრონიკა +”-ის სამშაბათის ნომერში.
მომავალ შეხვედრამდე !!!“, – წერს გაზეთ „ქრონიკა+“–ის რედაქტორი.