-
2014-03-08 22:02
ვიდეო, რომელიც სამი დღის წინ ,,იუთუბიზე" აიტვირთა 20 ათასზე მეტმა მომხმარებელმა ნახა. ყველა აღიარებს, რომ რგოლი, რომელიც ანტისაომარი განწყობისაა მართლაც ამაღელვებელია.
სიუჟეტის მთავარი მოქმედი პირი გოგონაა, რომელიც დაბადების დღეს ზეიმობს, ის ცხრა წლის ხდება. მეორე დღეს კი ომი იწყება. ყველა უბედურება, რაც ომს ახლავს ბავშვის თვალწინ ხდება. სიუჟეტის ბოლოს კი ჩანს, რომ ომი ერთ წელს გაგრძელდა და გოგონას ისევ დაბადების დღე აქვს, თუმცა მას ტორტზე ანთებული სანთლის ჩაქრობაც კი აღარ შეუძლია, მისი ცხოვრება ერთი წლის წინ შეწყდა.
,,შოკისმომგვრელი მეორე დღე"- წუთ-ნახევარიან რგოლში ომის მთელი ტრაგიზმი ჩანს.