-
2014-03-08 22:01
უკრაინული მედიასაშუალებები ავრცელებენ სკანდალურ ვიდეომასალას, სადაც მოსკოველი, შინაგანი ჯარების ყოფილი ოფიცერი, დაკითხვის დროს აღიარებს, რომ აფხაზეთში იბრძოდა და ყირიმში „წესრიგის დასაცავად“ ჩავიდა.
„მე მოსკოველი ვარ, ყირიმში წესრიგის დასაცავად ჩამოვედი. არავინ არ დამკავშირებია პირადად, ვიფიქრე, რომ მოვძებნიდი ანტიმაიდნის აქტივისტებს და შევუერთდებოდი. ბილეთი ჩემი კუთვნილი ფულით ავიღე“, – ამბობს დაქირავებული.
შეკითხვაზე, საომრად ჩამოვიდა თუ არა, დაქირავებული პასუხობს, რომ მას უკვე აქვს ომის გამოცდილება:
„მე უკვე ვიბრძოდი ადრე, აფხაზეთში, ამ საქმეში მე ფულს არ ვიღებ. მაშინაც უსასყიდლოდ ვიბრძოდი“, – ამბობს ის და ხაზს უსვამს, რომ ყირიმისა და აფხაზეთის შედარება არ შეიძლება, ხოლო კითხვაზე, რა განსხვავებაა მათ შორის, რუსი მოხალისე ამბობს:
„რა საჭიროა ამ ორი მოვლენის ერთმანეთთან შედარება – იქ ნამდვილი ომი იყო, ქართველები დაესხნენ თავს აფხაზებს. აქ არაფერი მსგავსი არ ხდება. იქ მე წავედი 1992 წლის 14 აგვისტოს, როგორც კი ომი დაიწყო“, – ამბობს ის.