-
2014-03-08 21:41
მთელი უკრაინის მასშტაბით უკრაინული არმიის ნაწილებმა არაგეგმიური სამხედრო სწავლება დაიწყეს – ასეთია ოფიციალური ინფორმაცია, რომელიც უკრაინული საჯარისო შენაერთების მიერ დისლოკაციის ადგილების დატოვებას ახლავს თან.
თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, ყველა საჯარისო შენაერთმა "მზადყოფნა ნომერ პირველის" შესახებ ბრძანება გუშინ, ღამის საათებში მიიღო, დღეს, შუადღიდან კი გადაწყდა, რომ ისინი ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვართან მოიყრიან თავს. მობილიზებულია პირადი შემადგენლობა, საომარი ტექნიკა, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები და საზენიტო–სარაკეტო დანადგარები.
ვიდეომასალაზე ასახულია, როგორ ტოვებენ უკრაინელი მედესანტეები ლვოვთან მდებარე სამხედრო ბაზას – თავიანთი დისლოკაციის ადგილს.