
ვიდეო, რომელის ხანგრძლივობა სულ 5 წუთია თქვენ გასწავლით, როგორ მოქსოვოთ მოდური შარფი დაახლოებით ნახევარ საათში,-ეს არის იდეალური გაკვეთილი დამწყებთათვის.
ძალიან მარტივად, თქვენს გარდერობს შეგიძლიათ შემატოთ თბილი, თანაც ფუმფულა შარფები. ქსოვა აბსოლუტურად უსაფრთხოა, რადგან არ დაგჭირდებათ საქსოვი ჩხირები, ქსოვის პროცესში მხოლოდ მკლავები და თითები მონაწილეობს, შარფი კი მთლიანად მარყუჟებით ეწყობა.