
"ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთმა საქართველოში 200-კაციანი დესანტი გადმოსხა. საინტერესოა ის გარემოება, რომ ამ 200 კაცში 200-ვე ქართველია და ისინი არ არიან შეიარაღებულები ცეცხლსასროლი იარაღით", – წერს ჰოლდინგ "ჯი–ეიჩ–ენის" დამფუძნებელი და მფლობელი გოჩა მირცხულავა.
გოჩა მირცხულავა წერს, რომ "მათი მთავარი შეიარაღებაა ინსტრუქციები, ფული და ე.წ. „ჩიპები", რომლებშიც საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პოლიტიკისების კომპრომატები „ინახება". კომპრომატების დედნები კი „მყარად" სხვაგან -კრემლისთვის უფრო საიმედო ადგილზეა ჩაკეტილი".
გოჩა მირცხულავას მოსაზრებით, "ქართული წარმოშობის რუსული დესანტის მისია ადვილი გასაშიფრია თუ მათ რამდენიმე „დვიჟენიას" დავაკვირდებით:
ბოლო დღეების განმავლობაში ოცამდე „რუს", ანუ ქართველ ბიზნესმენს შეხვედრა ჰქონდა ასზე მეტი ქართული კომპანიის მფლობელთან. საუბრის თემა - წილები, ახალი კომპანიები და დიდი ფულის შემოტანა ქართულ ბაზარზე.
ეს ჩვენი მთხლე ბიზნესმენები მოხიბლულები არიან და ეფორიაში ჩავრადნილები ფიქრობენ, რომ დიდ ფულს იშოვნიან, იმაზე მეტს რაშიც ახლა იხრჩობიან და ვერ ხარჯავენ. ჩემი ინფორმაციით, მხოლოდ ერთმა ქართველმა ბიზნესმენამ დასვა კითხვა, სანაცვლოდ რა გინდათ? რაზეც უპასუხეს - არც არაფერი, საქართველოშიც ხომ უნდა იყოს რეალურიად ნორმალური ცხოვრება, დაიტანჯა ხალხი...
ამან, წადით თქვენიო და შეხვედრა დატოვა. სეგმენტი, რომლითაც ინტერესდებიან ინვესტორ ბიზნესმენ „დესანტნიკები" საკმაოდ ფართოა, მშენებლობიდან დაწყებული ბაკებით დასრულებული".
გოჩა მირცხულავა სახელისუფლო კოალიციასაც მიმართავს და კითხვას უსვამს, რატომ ქეიფობენ ისინი ბოლო დროს ამ "დესანტის" წევრებთან და იციან თუ არა, რომ მათ უკვე დაარიგეს ფული ქეშად საქართველოს რეგიონებში:
"ოცნებას" ვეუბნები, მისი შინაგან საქმეთა სამინისტროთი, დაზვერვითა თუ კოტრდაზვერვით, სუს-ითა თუ სხვა სტრუქტურებით დასრულებული - თქვენი პოლიტიკოსები და თავზეხელგადასმული ტიპები რატომ ატარებენ ბოლო დღეების განმავლობაში გამალებულ შეხვედრებს რუსეთის დესანტის წევრებთან? თუ ვერ ხედავთ ამას?
მე რომ ვიცი, ისე ხუთმა პარლამენტარმა- კოალიციის წევრმა თუ ე.წ. უფრაქციო დეპუტატმა რომ უკვე მოილხინა ამ დესანტის წევრებთან და პირობაც მისცეს თქვენს გვერდით ვართ ყველა საქმეშიო - თითქოს საქართველოს აღორძინების საქმეზე მსჯელობდნენ - ამის შესახებ არაფერი იცით?
არც იმის შესახებ იცით არაფერი, რომ საქრთველოს სხვადასხვა ქალაქებსა თუ სოფლებში ამ დესანტმა უკვე დაახლოებით მილიონზე მეტი რომ დაარიგა ქეშად - თითქოს ისე, ახლობლების დასახმარებლად?
თუ არ იცით, რას ზიხართ მაგ სკამებზე? თუ იცით და არც არაფერს ამბობთ და აკეთებთ, მაშინ, ვინ ხართ თქვენ?", – წერს გოჩა მირცხულავა.