
დღეს, ლვოვის რკინიგზის სადგურიდან სამხედრო ტექნიკა სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაში მიემართება.-ამის შესახებ გამოცემა ,,iPress.ua“ წყაროზე დაყრდნობით აქვეყნებს.
" დღეს ლვოვის რკინიგზის სადგურზე პლატფორმები სრულად დაიტვირთა სამხედრო ტექნიკით, რომელიც სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაში მიემართება. საუბარია დაახლოებით 50 ერთეულზე ", - განაცხადა წყარომ.
ასევე წყარომ დასძინა, რომ სადგურში მობილიზებულია 4 სპეციალური ვაგონი, რომელიც ჯარისკაცების გადაიყვანს.