
ლენტეხის მუნიციპალიტეტში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. აღნიშნულის შესახებ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ განაცხადა.
როგორც ჯაფარიძე განმარტავს, საგანგებო რეჟიმი მათ მხარეში დარღვევების გარეშე მიმდინარეობს.