
უკრაინის 95–ე აერომობილური ბრიგადა, რომელიც ჟიტომირშია დისლოცირებული, განგაშის პირობებში მოეწყო და ყირიმის მიმართულებით გავიდა. ასევე, კიევიდან ყირიმისკენ გადაისროლეს გამთენიისას 11 საზენიტო სარაკეტო კომპლექსი "ბუკი".
არმიისა და საომარი ტექნიკის გადაადგილების კადრები ინტერნეტით ვრცელდება: ჟიტომირიდან სულ 200 მანქანა და 50 ჯავსანტრანსპორტიორი გავიდა, ხოლო "ბუკები" გზაზე ათზე მეტი იყო.