
დაპირისპირება მოხდა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტაში, ღურტას მცხოვრებლების განცხადებით, აქციაზე პოლიციამ ქალებსაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
აქცია ღურტაში დღეს დაიწყო, სოფლის მოსახლეობამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი და გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებს იმ ტერიტორიის დათვალიერების საშუალება არ მისცა, სადაც ჰესის მშენებლობა უნდა დაიწყოს.
როგორც აქციის მონაწილეებია ცხადებენ, მთავრობის წარმომადგენლებმა გასცეს ბრძანება, აქციის დაშლის თაობაზე, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები დაარბიეს. მანვე აღნიშნა, რომ ადგილობრივების დაპატიმრების მცდელობაც იყო, თუმცა მოსახლეობამ მათი მანქანაში ჩასმის შესაძლებლობა პოლიციელებს არ მისცა.
ადგილობრივებს მორიგეობა ჰქონდათ დაწესებული და ამბობდნენ, რომ ჰესის სამშენებლო სამუშაოს დასაწყებად იქ ტექნიკის შეყვანის საშუალებას არავის მისცემდნენ. ცოტა ხნის წინ საპარტულო პოლიციის ჩარევის შედეგად გზა გახსეს და მთავრობის წევრებს ჰესის ტერიტორიაზე შესვლის საშუალება მიეცათ (ინტერპრესნიუსი).
როგორც ცნობილია, დაპირისპირების გამო უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. დეტალური ინფორმაცია ,შს სამინისტროს ცნობით, მოგვიანებით გახდება ცნობილი.