
უშგულის ახლოს , ლენტეხი–უშგულის მონაკვეთზე ორი მთამსვლელის ცხედარი იპოვეს. მესტიის რაიონის სოფელ უშგულთან, სამაშველო სამსახურმა კიდევ ორი ზვავში მოყოლილი უცხოელი მთამსვლელის ცხედარი დღეს დილით იპოვა.
სამაშველოს სამსახურს მეგზურობას ჯგუფიდან გადარჩენილი ფრანგი მთამსვლელი უწევდა.
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის, კახა ჟორჟოლიანის განცხადებით, სამძებრო ღონისძიებებში ჩართული იყვნენ სამთო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, ასევე სახანძრო-სამაშველო სამსახური დამესაზღვრეები.
უბედური შემთხვევა მესტიის რაიონის სოფელ უშგულთან 6 მარტს მოხდა. ზვავში ორი გერმანელი და სამი ფრანგი მთამსვლელი მოყვა.
გუშინ სამაშველო სამსახურმა ორი გარდაცვლილი იპოვა, 5 კაციანი ჯგუფიდან მხოლოდ ერთი ფრანგი ექსტრემალი გადარჩა.