
მკვლელობა მოხდა რუსთავში.მამაკაცმა ყოფილი ცოლი დანით მოკლა. ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალბატონის გადარჩენა ვერ შეძლო.
როგორც ცნობილია, გარდაცვლილის ყოფილმა მეუღლემ ო. შუბითიძემ მომხდარის შესახებ სამართალდამცავებს თავად შეატყობინა.
როგორც გარდაცვლილის მეზობლები აცხადებენ, წყვილი ორი თვის წინ დაშორდა, თუ რა გახდა ტრაგედიის მიზეზი ეს უცნობია.