
ბრიტანულმა ტელეარხმა Channel4–მა შემთხვევით მოიხსენია სერგეი ლავროვი, როგორც „ასეთი საყვარელი გეი“. ამის მიზეზი სუბტრიტრი გახდა, სადაც რუსი მინისტრის გვარი დაყოფილი იყო.
ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს განაცხადა, რომ ჯონ კერი თავის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს დაუკავშირდა, სუბტიტრებში კი რუსეთის საგარეო უწყების შეფის გვარი ასე გამოჩნდა: "so gay lover of".
რუსეთის საგარეო უწყება ამ ფაქტს არ გამოხმაურებია, თუმცა "ტვიტერზე", რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფსევდო–მიკრობლოგზე უკვე გაჩნდა მოთხოვნა, რუსეთში Channel4–ის აკრძალვის შესახებ.