
გუშინ, გვიან ღამით, ვარკეთილში მომხდარი ჯგუფური ჩხუბის დროს არასრულწლოვნები დაჭრეს – ინფორმაციას შსს–ს პრესცენტრში ადასტურებენ.
შინაგან საქმეთა სამისნისტროს პრესცენტრის ცნობით, ეჭვმიტანილთა ვინაობა უკვე დადგენილია და მათ დასაკავებლად ზომები ტარდება.
გუშინ ვარკეთილში მომხდარი ჯგუფური ჩხუბის შესახებ ინფორმაცია „დროანიუსმა“ გაავრცელა.
ინფორმაციის მიხედვით, დაახლოებით 30 წლამდე ასაკის ოთხი პიროვნებასა და არასრულწლოვნებს შორის ურთიერშელაპარაკება მოხდა. ერთ-ერთმა კი არასრულწლოვნები დაჭრა. ეჭვმიტანილი მიიმალა.ორი დაჭრილი არასრულწლოვანიდან ერთ–ერთის მდგომარეობა მძიმე იყო.