-
2014-03-08 11:58
სევასტოპოლში რუსმა სამხედროებმა უკრაინის საჰაერო ძალების სამხედრო ნაწილის შტურმი შეწყვიტეს მას შემდეგ, რაც პირადმა შემადგენლობამ საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა და ყაზარმაში გამაგრდა.
მანამდე სამხედრო ნაწილის მეთაურები და ოფიცრები რუს შეიარაღებულებთან გავიდნენ და მოლაპარაკება სცადეს. მათ დაარწმუნეს 20–დე აგრესორი, რომ თუ ისინი გააგრძელებდნენ სამხედრო ნაწილის სიღრმისკენ გადაადგილებას, უკრაინელები, მათთვის კანონით მინიჭებული უფლების მიხედვით, ცეცხლს გაუხსნიდნენ.
ამის შემდეგ შეიარაღებულმა სამხედრო პირებმა უკრაინული სამხედრო ნაწილის А-2355 ტერიტორია დატოვეს და გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდნენ.